გიული ჩოხელი მთავარი სათქმელით

ქართული ჯაზის ლეგენდა გიული ჩოხელი თავისი პირდაპირობითა და სიმართლით კიდევ უფრო მეტად უყვარს მსმენელს:

“ვერ ვიტან რუსეთს, მაგათ გამო საერთოდ შემჯავრდა ასო “რ”, არათუ ქვეყანა. რის კანონი, რა კანონი?! ესე იგი დასაჭერები არიან სულ ყველა, ვინც ამაზე საუბრობს და ვისაც ეს უნდა.

ეს არის საშინელება.

ყველაფერი რუსულის უარზე ვარ.

ვიცი ყველაფერი, ხალხმა გააპროტესტა და ეს კანონი გამოიტანეს, ახლა ისევ შეცვალეს რაღაცეები ალბათ და დააბრუნეს. ესენი არიან „ცირკაჩები“, ცირკის წარმომადგენლები, ვინც აკეთებს ამას – ვითომ შეცვალა რაღაც. რუსული კანონი ვიცით ჩვენ რა არის, ამიტომ მე ვარ სრულიად წინააღმდეგი.”