უდიდესი განსაცდელი რუსუდან კიკნაძისთვის 

თეატრისა და კინოს ულამაზეს და უნიჭიერეს მსახიობს რუსუდან კიკნაძეს ცხოვრებამ უდიდესი განსაცდელი მოუწყო. ხელოვანი შვილის გადრაცვალებას გმირულად შეხვდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ მოუშუშებელი ტკივილით იცხოვრა.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რუსუდან კიკნაძე გოგი ხარაბაძის ყოფილი ცოლი  გახლდათ. მათი შვილი ხარება ამერიკაში მოღვაწეობდა, სწორედ იქ გაიტაცეს და მოკლეს. მსახიობიც ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც ლოს ანჯელესში  2020 წელს 75 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

რუსუდან კიკნაძის კინოდებიუტი შედგა ფილმში “ერთხელ”, რასაც მოჰყვა “გიორგობისთვე”, “ვედრება”, “ფერისცვალება”, “ქერათმიანი ქალიშვილი”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, ფილატელისტის სიკვდილი”, “თვალი პატიოსანი”, “მონანიება”, “ფესვები”…

მსახიობის სილამაზე სამუდამოდ ატყვევებდა მაყურებელს და მისი დავიწყება შეუძლებელი იყო.