20 მარტი, 2024

ყველაზე ორიგინალური მილოცვა ოთარ ჭილაძეს

გენიოს მწერალს ოთარ ჭილაძეს დაბადების დღესთან დაკავშირებით არაერთი განსაკუთრებული და გულითადი მილოცვა მიუღია, მაგრამ მილოცვა, რომლის ავტორიც თავადაა, ყველაზე ორიგინალურია:

“ღამის 2 საათია! ესე იგი, უკვე 20 მარტია და, რაკი ისევ მარტო ვარ, თავადვე ვულოცავ ჩემს თავს დაბადების დღეს, უფრო სწორად, რაკი არავინ გვისმენს, გულწრფელად ვსაყვედურობ, ასეთი სუსტი, არაფრის მაქნისი რომ აღმოჩნდა ბოლოს.”