15 მარტი, 2024

ყველაზე დიდი ადამიანობა ოტია იოსელიანისთვის 

სიმართლისმოყვარული მწერლის ოტია იოსელიანისთვის ყველაზე დიდი ადამიანობაა, როცა არ გაბოროტდები:

“ყველაზე დიდი ადამიანობაა, როცა შენ ბევრი ცუდი გაქვს გამოვლილი,მაგრამ არ გინდა, რომ სხვებმაც გამოსცადონ ის ცუდი, რაც შენ უკვე გამოსცადე. დრო იყო პური არ მქონია სახლში, მარა მაგის გამო რავა გავიწეოდი და ვიტყოდი, ნეტა სხვასაც არ ჰქონდეს თქო, გაჭირვება და ჭირის პერიოდი გაიძულებს უფრო კეთილი იყო სხვა ადამიანების მიმართ.”