8 მარტი, 2024

ნინო ბურდულის საუკეთესო ვიდეო

უნიჭიერესი მსახიობის ნინო ბურდულის ვიდეო, რომელსაც “არტ ინფო” გიზიარებთ, თითოეული ჩვენგანისთვის საყურადღებო და დამაფიქრებელია:

“რა ადვილია იყო ქალი! იდეალური, ლამაზი, მშვიდი, ჭკვიანიც, როცა გარემოება მოითხოვს… დედა, ცოლი, საყვარელი, სასურველიც და კდემამოსილიც… გაიღიმე – მაკიაჟი ყველაფერს დაფარავს – ჩალურჯებასაც კი! პომადა, ტუში, პუდრი – არაფერი დაგავიწყდეს. გამოიპრანჭე, მაგრამ არ გადაიპრანჭო! თავი დახარე და მოითმინე, კაბა დაიგრძელე და ენა დაიმოკლე. ეცადე, არავინ გაგაუპატიუროს – კაცები თავს ვერ აკონტროლებენ. ყველაფერი შენს ხელშია, სხვა რაღა გინდა?!

რა ადვილია იყო ქალი! არ გასუქდე, არ გახდე, იარები დამალე, ნაოჭები ამოივსე, ცხიმები გაიქრე, ასაკი არ დაიტყო   – ასაკი აუშნოებს, კაცებს კი უშნო ქალები არ უყვართ. ვის მოეწონები?

რა ადვილია იყო ქალი! ბევრი არ ილაპარაკო, არც კი თქვა და არც არა. რა შენი საქმეა პოლიტიკა, სპორტი, აჯანყება… სახლში დროზე მიდი, ქურას და უთოს ემეგობრე, ბავშვები გააჩინე. არ გინდა? მოგინდება! არ იტირო, არ იყვირო, არ შეიგინო, არ იწუწუნო. გტკივა? არ შეიმჩნიო. სხვა გოგოებს არ დაემსგავსო. შენ ხომ მაგარი გოგო ხარ?! არაფერია ქალად ყოფნაზე ადვილი.”