ტერენტი გრანელის უცნობი ლექსი აღმოჩენილია

გენიალური პოეტის ტერენტი გრანელის უცნობი ლექსი აღმოჩენილია.

ლევან თაქთაქიშვილი:

“ქართველო ერო!
ტერენტი გრანელის უცნობი ლექსი მომირთმევია!
ამ ლექსის ხელნაწერი ჩემს წინ დევს!
ფოტოც მომირთმევია!

ეს არის დაწერილი მაშინ, როცა ტერენტი კვირკველია ჯერ არ არის გრანელი. ის ამ ლექსს ხელს აწერს როგორც “ტერენტი წალენჯიხელი”. სავარაუდოდ, ეს არის 1918 წელს დაწერილი და არ არის გამორიცხული, რომ ეს არის მისი ერთ-ერთი პირველი ლექსი და რატომ სწორედ პირველი გამოქვეყნებული არა, რომელიც სიმონ ყაუხჩიშვილისათვის უნახებია და მან დააბეჭდინა, მაგრამ დღემდე არ ვიცით, სად დაბეჭდა!
ლექსის სახელწოდებაა ” პიგმენტი”.

მირჩიეს, “ლიტერატურულ საქართველოში” დაბეჭდეო, მაგრამ მე ჩემი ფეისგვერდი ვარჩიე. აქ 5000 ადამიანი მაინც ნახავს, გაზეთმა კი აქედან წაიღოს!

ტერენტი, შენ გაგიმარჯოს, წალენჯიხას გაუმარჯოს და წალენჯიხის ფესვების მქონე ლამაზ ქალბატონებს! მათ ეძღვნება ეს პუბლიკაცია!

პიგმენტი

ბროლის სარკეში ათამაშდა შენი სინაზე.
რაშით ჯირითი შეუყვარდა ღამის ყაჩაღებს.
სული ნაცნობი შენს გარშემო სხივებს აჩაღებს.
ცრემლით ატირდა მდუმარება წითელ რკინაზე.

სიცილს დაიწყებს ტყის ასული უცხო ბინაზე.
შავი დემონი შეაგროვებს თუჯის მათრახებს.
მიქანცულ სხეულს მწუხარება ზანტად შეარხევს.
და თავს ამოყოფს ყრუ სიკვდილი ფანჯრის მინაზე.

შავი ოცნება დროთა სვლაში ჩაიფერფლება.
და უარს იტყვის თეთრი ვარდი განმეორებით.
ნერვებს აგიშლის ჭლექიანი ჩუმი ხველება.

ღამის სიზმრები ჩაივლიან ნაზი ზმორებით.
ავად მყოფ სულით უღრან ტყეში გაიპარები.
და შენს წინაშე აიშლება სევდის ჯარები.

ტ. წალენჯიხელი”