შესანიშნავი ექსპერიმენტი თამარ მეფეზე

ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო მეფე ქალზე – თამარზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა მხატვარმა მაია კიკაბიძემ:

“თამარის ფრესკის ფოტო ჩავტვირთე ერთ-ერთ პროგრამაში, მაინტერესებდა ნახატიდან ხელოვნური ინტელექტი თუ აღადგენდა პორტრეტს, ხოდა ასეთი გამოვიდა. თუ ფრესკაზე დაწერილი თამარ მეფე მსგავსია ნამდვილი თამარის, მაშინ ასეთი ყოფილა ის. მე მომწონს, ლამაზია ძალიან, იმ ეპოქაში ნამდვილად ასეთი სილამაზე იქნებოდა მარგალიტი.”

ბექა ჭიჭინაძე, ისტორიკოსი:
“დიახ, თამარის სხვა ფრესკებიც, განსაკუთრებით კი ბეთანიისა, მას სწორედ ასეთად წარმოგვიდგენს, თუ ვინმეს ეს მზერა კლასიკურად ქართულად არ ეჩვენება, გაიხსენოს, რომ ბაგრატიონთა სისხლში უხვად ერია ჩრდილო კავკასიური სისხლიც.
თამარის ისტორიკოსი წერდა, რომ უმშვენიერეს დედოფალს ჰქონდა ტბაში მოლიცლიცე მზის მსგავსი თვალები (,,თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი”), შოთასთვის თამარის თვალები გიშრის ტბა იყო, ბეთანიის, ვარძიის (ფოტორეკონსტრუქცია) და ყინწვისის ფრესკებზე ყველაზე მეტყველი სწორედ მეფე ქალის ღრმა და შთამაგონებელი თვალებია.”