22 თებერვალი, 2024

საამაყო ამბები დავით აღმაშენებელზე პარიზიდან

საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელზე საამაყო ამბებს გვატყობინებს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე. ინფორმაციას ბექა “პარიზული ჟამნიდან” გვაწვდის, რომელიც ლიტურგიკული კრებულია – კურთხევანი:

“დავით აღმაშენებლის ჯვრის საზეიმო შებრძანება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, შუა საუკუნეების ფრანგული მინიატურა “პარიზული კურთხევანიდან”, ჩვენში ჯერაც უცნობი გამოსახულება. შესრულებულია 1400-ან წლებში.

ევროკავშირშიც ასე უნდა შევიდეთ…

მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს, ბევრი უაზრობა იხვეჭს ათასობით ლაიქს და ამ ღირებულების წყაროები კი ვიწრო სამეცნიერო წრეებს ვერ სცდება, რის გამოც საზოგადოებაში ეს ვაკუუმი გამონაგონი ზღაპრებით ივსება, პირველწყაროების ნაცვლად…

ჯვრის ავთენტურობა დავითის ავტორიტეტით იყო დამოწმებული, მაგრამ ამასთან, მიიჩნეოდა, რომ ეს ჯვარი ქრისტეს ჯვრის – ძელიცხოვლის ნაწილს შეიცავდა, რის გამოც ის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე გახდა…

პარიზული კურთხევანის ეს რედაქცია ილუსტრირებულია, იმ მონაკვეთში, სადაც საუბარია დავით აღმაშენებლის (David rex Georgianorum) ჯვრის გამობრძანებისა და თაყვანისცემის წესის შესახებ, ილუსტრაციად დართულია სწორედ ის გამოსახულება, რომელიც წარმოვადგინე, ატრიბუცია არანაირ ეჭვს არ იწვევს.

მესმის რომ გსურთ უფრო დაწვრილებით გაიგოთ ყველაფერ ამის შესახებ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ რა პლატფორმაზე ვიმყოფებით, საგანგებო ნაშრომს ამაზე სხვაგან, სხვა დროს წარმოვადგენ. როცა დავასრულებ მუშაობას, წარმოვადგენ ყველა მონაცემს,
სხვათაშორის, რამდენიმე მინიატურაა, არამხოლოდ ეს.

პ.ს. ჯვარი დღესაც არსებობს და მისი ისტორია ასეთია: დავითმა პირველი ცოლი რომ გაუშვა და ყივჩაღის ქალი შეირთო, მისმა პირველმა ცოლმა თან წაიღო იერუსალიმში და ტაძარს შესწირა. მოგვიანებით ეს ჯვარი ერთმა ფრანგმა შეისყიდა და პარიზის ტაძარს შესწირა.