უნიჭიერესი მომღერალი ნინო სურგულაძე ძალიან კარგ ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც სიცილიაშია გადაღებული:
“სიცილიაში, კერძოდ კატანიის ისტორიულ ცენტრში მქონდა ვიზიტი სიცილიის ყველაზე ლამაზ და ისტორიულ სასახლეში, რომელიც კერძოა და ეკუთვნის დღემდე პრინცების, ბისკარების ოჯახს, იგივე, მონკადების ოჯახს, სადაც მათი შათამომავალი პრინცი გვმასპინძლობდა.
აკუსტიკა შევამოწმე და მომეწონა, თანაც ახალგაზრდები იყვნენ სტუმრად და იმედი მაქვს ისინი ოპერის მოყვარულები გახდებიან.
სასახლეში 200-მდე ოთახია, ხშირად ეწყობა კერძო და ოფიციალური მიღებები. სამეფო ოჯახებიც სტუმრობენ. როგორც პრინცმა მოგვითხრო, ინგლისის დედა დედოფალი ელიზაბეტა სასახლეში ვიზიტისას აღფრთოვანდა სასახლით.”