20 თებერვალი, 2024

გენიოსი ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი წერილი, რომელსაც “არტ ინფო” გიზიარებთ კაცობრიობის მარადიულ კითხვაზეა – “რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით, წყლითა და ჰაერით?!”:

“ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი.

თუ სიკეთეა სულის საწყისი, ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი და რატომ კვდება ადამიანი,
თუ დამტკიცება უნდა სიმართლის?! რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით,
წყლითა და ჰაერით?!..

ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობასა და სიძულვილში.”