8 თებერვალი, 2024

ბესიკ ხარანაულის ძვირფასი სიტყვები

პოეტი ბესიკ ხარანაული ის შემოქმედია, რომელსაც ყოველთვის სამშობლოს მაჯაზე უდევს ხელი და მის გულისცემაზე მყისიერად რეაგირებს.

“გლოვა” – ასე ჰქვია ლექსს, რომელიც მან ბაღდათის ტრაგედიას მიუძღვნა:

“მე განა მეწყერსა ვჩივი,
ხალხსა ვტირი დამარხულსა,
ქარს და ავდარს კი არ ვჩივი,
ხალხსა ვტირი დაკარგულსა,
ზამთარი რომ დამთავრდება,
რით წარვუდგე გაზაფხულსა,
ყვავილი ვის მოვუწყვიტო,
არვინ ჩაიკონებს გულსა.”