აკაკი წერეთლის გენიალური ანდერძი ახალგაზრდობას

აკაკი წერეთელმა ახალგაზრდებს გენიალური ანდერძი დაუტოვა:

“გამარჯობა თქვენი, ახლად მომავალნო!

მე უკვე მიმავალი გეთხოვებით და ვწუხვარ, რომ საგულისხმო ანდერძად ვერას გიტოვებთ, გარდა მარტო ხვეწნა-ვედრებისა: გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, თქვენი ერი, როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა, რადგანაც სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება. მაგრამ იმისთანა სიყვარულში კი, რომელსაც სარჩულად სიმართლე და გულწრფელობა უდევს. უამისოდ ყოველგვარი შრომა ამაოა და მშრომელს არა აქვს უფლება სთქვას, უფალი ჩვენთანაა ალილუია…”