უდიდესი მისია გიორგი კეკელიძეს

მწერალსა და პოეტს გიორგი კეკელიძეს უდიდესი მისია დაეკისრა – ყველასგან გამორჩეულმა მკითხველმა ნინო დოფიძემ ანდერძი დატოვა – ჩემს საფლავზე წიგნები მოაგროვეთ, ეს წიგნები გიორგის გადაეცით, რომ ჩემი სულის გასახარად მთაში წაიღოს და ბავშვებმა წაიკითხონო:

“დიდხანს ვიფიქრე რა დავილაგო საფლავზე-მეთქი ჩიკას პონტში…

ხოდა, ვაშლი და პიტნა გამოვრიცხე, წიგნები მომიქუჩეთ, მარა ყვავილებთან ერთად, ყვაილებს ვერ შეველევი…

მერე ამ წიგნებს გადასცემთ გიორგის, გიორგი წაუღებს მთაში ბავშვებს და წაიკითხავენ ჩემი სულის გასახარად…

მშვენიერი ანდერძია.”

გიორგი კეკელიძე:

“მე აუცილებლად ავუსრულებ ნინოს ამ ანდერძს და როცა რომელიმე მთის ბიბლიოთეკას ვესტუმრებით, ეგ სტუმრობა მისი სახელის იქნება.”