28 იანვარი, 2024

სოფიკო ჭიაურელის უძვირფასესი ვიდეო

ნამდვილი ვარსკვლავის სოფიკო ჭიაურელის ვიდეოებს შორის არის ერთი განსაკუთრებულად ძვირფასი ვიდეო, სადაც 67 წლის მსახიობი სპექტაკლიდან “იადონას თეატრი” მომაკვდავ გედს ცეკვავს.

სპექტაკლი რეჟისორმა გოგი თოდაძემ რეზო კლდიაშვილის პიესის მიხედვით მარჯანიშვილის თეატრში დადგა.

ვიდეო, რომელსაც “არტ ინფო” გიზიარებთ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ “იავნანას” ეგიდით სოფიკო ჭიაურელის საქველმოქმედო საღამოზე 2005 წელსაა გადაღებული.