14 იანვარი, 2024

მაია ასათიანის გამორჩეული ვიდეო

ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენები ავტობიოგრაფიულ წიგნში ,,სოცოცხლე ოცდახუთჯერ წამში ”  აღწერა.

წიგნის დაწერა ლაშა ბუღაძის ინიციატივით გაბედა. წერა კი მაშინ დაიწყო, როცა მისი ერთადერთი შვილის – ნუცას შემდეგ მისთვის ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა.

ნუცას ძალიან უყვარდა “ჰარი პოტერი”, ამიტომ მაიამ წიგნის დასაწყისი “ჰარი პოტერის” მსგავსად მიძღვნით დაიწყო – სტილისტურად ჯოან როულინგის მიძღვნას ჰგავს: “დედას, რომელმაც ჩემთვის იბრძოლა, ნუცას, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი და ყველა შვილმკვდარ ქალს დედამიწაზე.”