მომღერლისა და პოეტის ერეკლე დეისაძის შემოქმედებაში შობისადმი მიძღვნილი ულამაზესი ლექსია:
შობა
“მინდა რომ გვიან, როდესაც მოთოვს.
ჩვენს სამყოფელში იშვას უფალი,
და როცა თოვლი აუწყებს ფოთოლს –
რომ ცისგან არის თავისუფალი.
მელოდებოდე შინ მოუთმენლად,
(თოვლის მოსვლას რომ ელიან მთებში)
შენს თვალებიდან ვწვეთავდე მელნად,
გეძინოს ჩემი ლექსებით ხელში.”