21 იანვარი, 2024

ბესიკ ხარანაულის არაჩვეულებრივად ნათქვამი

პოეტი ბესიკ ხარანაული სიტყვის დიდოსტატია – მისი შემოქმედება თითოეული ქართველის სულის სარკეში ჩახედვაა.
“დღეს და მაშინ
ვაჟას შვილს ლევანი ერქვა, რა გრძნობები დუღდა მაშინ?
მე რომ ლევანი დავარქვი, რას ვფიქრობდი გუნებაში?
სულ დუღილშია ქვეყანა და სულ ცეცხლის კეთებაში,
რაც ვნახე და რაც ვიგრძენი, რაც იყო ჩემს მოსწრებაში.
ჩემმა შვილმა რომ დახატა, ქართველები სხედან ნავში,
როგორც უცხო ლტოლვილები მიცურავენ ღია ზღვაში,
უპატრონოდ, უთვისტომოდ, უკომპასოდ წყალთა რღვნაში,
ნეტა როგორ გამოიცნო ფუნჯმა დროის იმ ხანაში,
იმ ხანძარში, იმ ნაცარში, ბედის აქეთ-იქით ცვლაში,
რომ დღესაც ისევ გზაში ვართ და აფრების დაფლეთვაში,
რომ დღესაც ის გვემუქრება, რა მუქარაც იყო მაშინ,
ესეც იმის ნიშანია, რომ გაცურავს ნავი ზღვაში,
სატრფოს ცხენზე შემოისვამს, ვით ჭაბუკი პოემაში,
მთავარია, ჩვენც ავმხედრდეთ, დრო არ ვკარგოთ გაყვანაში,
არავინ არ ვიყოთ სახლში, გადმოდგომა ვიცით კარში,
შევეწიოთ ჩვენს ქვეყანას, კალთა დავუჭიროთ ქარში,
სიშიშვლეში, სიტიტვლეში, გადაგდებ-გადმოგდებაში,
ბედაურების წასვლაში, გონჯების ჯირითობაში,
რომ დღესაც ის გვემუქრება, რა მუქარაც გვქონდა მაშინ,
მაშინაც რომ ჩავიჩოქეთ, გავიშალოთ უნდა მხარში,
ხმასაც ზათქი შეერიოს, როგორც ქორწილის მაყარში,
რაინდობას ვინც დასცინოს, ჩავაყუდოთ ლომის ყბაში!”