18 იანვარი, 2024

ბარბარა სამხარაძის უძლიერესი შესრულება

უნიჭიერესი მომღერალი ბარბარა სამხარაძე ფართო საზოგადოებამ “ნიჭიერიდან” გაიცნო, სადაც მან ცნობილი ჰიტი “I will Survive” ბრწყინვალედ შეასრულა.

პროექტში გამარჯვებას ბარბარას ახალი წარმატებები მოჰყვა – დაწერა საავტორო სიმღერები და დააარსა საკუთარი სტუდია.

საბერძნეთში ჩასულმა ბარბარამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უსაზღვროდ ნიჭიერია და სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერა არაჩვეულებრივად შეასრულა.