ტიციან ტაბიძე ევროპაზე

რეპრესიებს შეწირული პოეტი ტიციან ტაბიძე ევროპაზე ჯერ კიდევ 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“ წერდა:

“აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ „ცისფერი ყანწებით“.