მწერალმა და დრამატურგმა შალვა დადიანმა ქუთაისის თეატრის დასახმარებლად ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო.
როდესაც ქუთაისის თეატრისთვის ფული ისესხა, მაგრამ ვალი დათქმულ დროს ვეღარ დააბრუნა, საკუთარი გარდაცვალება გაითამაშა. იუმორით ცნობილმა შალვა დადიანმა მიხაილოვ-საღარაძის ფოტოატელიეში კუბოში ჩაწოლა და ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. ეს ფოტო კი მევალეს გაუგზავნა.
მისმა გამჭრიახმა მეთოდმა შედეგი გამოიღო – ქუთაისის თეატრს ვალი აპატიეს.