მსახიობების ნინელი ჭანკვეტაძისა და გია როინიშვილის ულამაზესი დუეტი მართალია წლების წინ ჩაიწერა, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასია.
ხელოვანებმა გენიალური კომპოზიტორის რეზო ლაღიძის სიმღერა “თოვლის ფიფქი თავნება” ჩაწერეს, რომელიც პოეტ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსზე კინოფილმისთვის “ყვავილი თოვლზე” შეიქმნა.