ლევან ღვინჯილიას გენიალური მიმართვა

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილიას თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიმართვას გვიზიარებს:

“სიტყვა “ერს” აქვს 2 სხვადასხვა მნიშვნელობა. “ამერიკელ ერში” და “ქართველ ერში” – ეს სხვადასხვა რამეს ნიშნავს. თუ ჩვენ ვერ გავარკვევთ აქ რომელი მნიშვნელობით უნდა ვიხმაროთ სიტყვა “ერი”, ჩვენი საშველი არ იქნება.

ამერიკა არის მოქალაქეთა საზოგადოება, საქართველოში ჩვენ ქართველი ერი ჯერ ვერ ჩამოვაყალიბეთ. არ მოგიყვებით იმას, როგორ ყალიბდება ერი, მაგრამ ერი, რომელიც ვერ მოახერხებს სახელმწიფო ენის კანონი მიიღოს, იმ ერს პერსპექტივა არ ექნება.

როდესაც საქართველოში ქართულ ენას, ჩვენს დედა ენას თურქული თავზე აზის, არაბული თავზე აზის, ინგლისური თავზე აზის, ათასი სხვა ენა თავზე აზის და ჩვენ ეს არ გვაშფოთებს, არაფერს აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ დაქცევისკენ და ბოლოს შეიძლება კარგ შემთხვევაში სინგაპური ავაშენოთ, რომელშიც არ არის ერი და სახელმწიფო ენა არის ინგლისური.”