11 დეკემბერი, 2023

გიული ჩოხელის არაჩვეულებრივი თვითკრიტიკა

ჯაზის ლეგენდა მომღერალი გიული ჩოხელი საკუთარ თავზე არაჩვეულებრივი თვითკრიტიკას გვიზიარებს:

„თვითკრიტიკა“

მე „გენიოსი“ – ვყოფილვარ!
დღეს ამის თქმას ვბედავ!
რა მომივიდა?! – არ ვიცი…
ყოველდღე ლექსებსა ვბეჭდავ!

ალბათ გონება სხვაგან გაიქცა…
ხომ არ გავგიჟდი? – ნეტავ!
მე თვითონ მიკვირს, ვეღარ ვჩერდები
– ყოველდღე ლექსებსა ვჭედავ!

მკითხველი ალბათ იცინებს!
რა მოუვიდა, ნეტავ?!
თავის ლექსები კარგი ჰგონია?
ალბათ, გაგიჟდა, ხედავ?!”