აბსოლუტური ჭეშმარიტებაა უნიჭიერესი პოეტის ნიკო გომელაურის წლების წინ დაწერილი ლექსი:
“მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია.
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია.
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი…
მომავალი ჩვენია
– მომავალი ღვარცოფი…
მომავალი მეხია,
მომავალი გვალვაა!
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა…
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია…
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია… “