3 ნოემბერი, 2023

სასიამოვნო სიურპრიზი ნატო გელაშვილისგან

არაჩვეულებრივმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა თავის ათასობით ერთგულ მსმენელს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა:

“ახალი სიმღერის სრული ვერსია. თუმცა არა სტუდიური. ვინაიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ სიმღერას, სანამ სტუდიურ, სწორ ვერსიას მოგაწვდიდეთ, ზუსტ ტექსტს გთავაზობთ

“ჩამჭიდე ხელი”
ჩამჭიდე ხელი, მჭირდები ჩემო..
არაფერს ველი, უბრალოდ გჩემობ..
ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა..
რა ვქნა თუ ბევრი გავიდა წელი,
რა ვქნა თუ ისევ არა ხარ ჩემი
ჩამჭიდე ხელი.. შენთან მინდა
ცხოვრება ყვება ათასგვარ ამბავს
თუმცა კი ჩვენსას არა და არ გავს
ცხოვრება ჩვენი ამ სიყვარულად ღირდა..
მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა
მიყვარხარ… ბავშვივით წმინდათ
ჩამჭიდე ხელი.. შენთან მინდა
ტრიალებს.. ბედის ბორბალი ასე და ისე ტრიალებს.
ვერ მოვერიე გრძნობა ავსებულ ფიალებს..
მითხარი კარგო, რომ ჯერ არ დავაგვიანე
ბედის ბორბალი ასე და ისე ტრიალებს..
ვერ მოვერიე გრძნობა ავსებულ ფიალებს..
მითხარი… რომ არ დავაგვიანე.
სიყვარულით თქვენი ნატო გელაშვილი.”