2 ნოემბერი, 2023

რუსების მოკლული მამა ანდრია ყურაშვილის ფრესკა საბერძნეთში

1992 წელს აფხაზეთში რუსების მიერ დახვრეტილი მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია ყურაშვილი საბერძნეთში ეკლესიის ფრესკაზე მოხატეს. წმიდა ანდრია (ყურაშვილი) ქართველის წამება (1966-1992 წწ.) – ასე ჰქვია დიმიტრიოს სკურტელისის მხატვრობას.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ბერძნებმა ეკლესიაში ფრესკა მიუძღვნეს აფხაზეთში სეპარატისტების და რუსების მიერ დახვრეტილ კამანის ეკლესიის წინამძღვარს, მღვდელ-მონაზონ ანდრია ყურაშვილს და საქართველოს რაშისტული საპატრიარქო კი წმინდანადაც არ რაცხავს და არაფრად თვლის მის მსხვერპლს.