ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პირველი ქართველი ფოტომოდელი ბაბო (ბარბარე) ბაგრატიონი-დავითაშვილი გახლდათ, რომელიც იმ დროისთვის უნიკალურ ქართულ ბრენდს – სარაჯიშვილის კონიაკს უკეთებდა რეკლამას. სარეკლამო კამპანიის ფოტოებს ლეგენდარული ქართველო ფოტოგრაფი ალექსანდრე როინიშვილი იღებდა.
ბაბო ბაგრატიონი-დავითაშვილი პეტერბურგში სწავლობდა და იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს აქტიურად ეხმარებოდა. შესანიშნავად ფლობდა უცხო ენებს. იგი ივანე მაჩაბლის მეუღლის, ულამაზესი ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილის უმცროსი და იყო.
ქველმოქმედი ბაბო ბაგრატიონი-დავითაშვილი მეგობრობდა თავისი დროის ცნობილ მოღვაწეებთან – აკაკი წერეთელთან, და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპებთან…
ულამაზესი ქართველი ფოტომოდელი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.