23 ნოემბერი, 2023

გოგა ჩანადირის არაჩვეულებრივი იდეა

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი არაჩვეულებრივი იდეით გამოდის:

“სერიალ “დიდებულ საუკუნეზე” იზრდება ჩვენი ხალხი და დავით აღმაშენებლის ისტორია არ იციან.

არც ერთ მეფესა და გმირზე ღირებული ფილმი არ არის შექმნილი. ფილმებიდან ერთი, “გიორგი სააკაძე” მახსენდება, კიდევ ბაში-აჩუკზე და დემეტრე თავდადებულზე. ჰა, “წიგნი ფიცისაც” იყოს, მაია წყნეთელიც, მაგრამ ზოგადად, მართლა დიდებული საუკუნეები რომ გვქონდა და დიდებული გმირები გვყვავდა, მათი ეკრანიზაცია, ასევე ანიმაცია ნამდვილად კარგი და სწორი იქნებოდა.”