8 ნოემბერი, 2023

ბესიკ ხარანაულის  საუკეთესო სიტყვები

პოეტ ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაში უამრავი საუკეთესოზე საუკეთესო ლექსია.

“არტ ინფო” შემოქმედის უახლეს ლექსს გიზიარებთ:

“ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ხალხი გადაღალულია,
ხალხი გადაქანცულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ეშორება ავგულიანს,
ეშორება ავსულიანს,
– ჩასულია?
იკითხავენ,
პასუხობენ,
– ჩასულია!
ეს დღე არის,
ეს ღამეა,
ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია!”