პედაგოგი შალვა ამონაშვილი ადამიანებს ძალიან კარგ წერილს გვიზიარებს ყველაზე მთავარზე – სიყვარულზე:
“ვიდრე საყვარელი ადამიანი გყავთ გვერდით – ცოლია თუ ქმარია, ბებიაა თუ ბაბუაა, შვილია თუ შვილიშვილია, მოეფერეთ მას. ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ გავასწრებთ იმქვეყნად. ეს მარტო უფალმა იცის, ამიტომ არ შეიძლება სიყვარულის გადადება – ხვალ ვნახავ, ხვალ მოვეფერები, ხვალ ჩავეხუტები, ხვალ ვაკოცებ… სიყვარულში სულ უნდა გვეჩქარებოდეს!
ახლა ჩემი მეუღლის ფოტოებს რომ ვუყურებ და ვიხსენებ წარსულს, მახსენდება, რომ ხან გავიბუტეთ, ხან წავიჩხუბეთ, ხან გავუბრაზდი, ხან გავღიზიანდი – მთლიანობაში, რომ დავაჯამე, რამდენიმე თვე გამოვიდა. ძალინა ვნანობ, რატომ მოვიქეცი ასე, ამიტომ გამოდის, რომ ის ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე მყვარებია.
ნუ გადადებთ სიყვარულს! ყველამ უნდა ვიჩქაროთ სიყვარულის გამოხატვა, რომ მერე სანანებელი არ გაგვიხდეს.”