1 ოქტომბერი, 2023

ნანი ბრეგვაძის საოცარი შესრულება

ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის სცენაზე გამოჩენა მისი ერთგული მსმენელისთვის უდიდესი დღესასწაულია.

“თბილისობის” დღესასწაულზე მან ეკა მამალაძესთან და ზვიად ბოლქვაძესთან ერთად დედაქალაქს საოცარი სიმღერა “ჭაღარა თბილისო ჩემო” აჩუქა, რომელიც ეთერ ჭელიძემ ირაკლი აბაშიძის ლექსზე დაწერა.