გერმანული “ვოისის” ქართველმა მონაწილემ ლიზი გოზალიშვილმა რინგის ტურზე ბრწყინვალედ იმღერა და გამარჯვებულიც სრულიად დამსახურებულად გახდა.
მწვრთნელმა არჩევანი სწორედ ქართველ მომღერალზე გააკეთა და შემდეგ ტურში გადაიყვანა:
“ესეც ჩემი გამოსვლა ,,ვოისის“ მეორე ეტაპზე – რინგზე.
რინგი ემოციურად ყველაზე რთული ეტაპია: იბრძვი საკუთარი გუნდის წევრის წინააღმდეგ.
თუმცა, ახალი წესების მიხედვით, მწვრთნელს უფლება აქვს რიგნიდან შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ერთ-ერთი, ორივე, ან არცერთი მონაწილე.”