12 ოქტომბერი, 2023

ინგა ფერაძის საქართველოში ჩამოსვენების თარიღი ცნობილია

ბრიუსელში გარდაცვლილი მომღერლის ინფა ფერაძის საქართველოში ჩამოსვენების თარიღი ცნობილია.

მაკა რაზმაძე, მომღერლის მეგობარი:

“ინგა ფერაძეს სავარაუდოდ შაბათს, 14 ოქტომბერს ჩამოასვენებენ ბრუსელიდან თბილისში.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართულია და ვისი მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი ინგას სამშობლოში დაბრუნება და დაკრძალვა.

მოგვიანებით დეტალურად დავწერ ყველაფერს და სათითაოდ გადავუხდი მადლობას ყველას.

პანაშვიდებისა და დაკრძალვის დეტალებსაც დავწერ დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს ბოლო გზაზე გააცილოს ჩვენი ლეგენდა.”