17 სექტემბერი, 2023

ვახტანგ ნინუასა და რეზო ლაღიძის საოცარი ისტორია

უნიჭიერეს მსახიობ ვახტანგ ნინუასა და ლეგენდარულ კომპოზიტორს რეზო ლაღიძეს არაჩვეულებრივი ისტორია აქვთ, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძემ გაიხსენა:

“ერთხელ ვახტანგ ნინუა, რეზო ლაღიძე და წოპე (ცნობილი ექიმი) ქეიფობდნენ. ღვინო შემოლევიათ, ერთი ბოთლი შემორჩათ და იციან, რომ ვერსად იშოვიან. იმ დროს თბილისში მაღაზიები ასე ფეხის ნაბიჯზე არ იყო – თანაც გვიან საღამოს.

ვახტანგ ნინუას მეუღლისთვის გამოურთმევია სათითე და მთელი საღამო იმ ერთი ბოთლი ღვინით გაატარეს. ისე უთამადია, რეზო ლაღიძეს უთქვამს, ამდენ სუფრაზე ვყოფილვარ, მაგრამ ერთი ბოთლით ამდენი სადღეგრძელო არსად მომისმენია და არც ასეთი შესანიშნავი თამადობა მინახავსო.”