21 სექტემბერი, 2023

ულამაზესი მიძღვნა მარიამ ღვთისმშობელს

მარიამ ღვთისმშობელს ულამაზესი და უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა პოეტმა პეტრე კოლხმა:

“ღვთისმშობელო, მარიამ!..

ღვთისმშობელო მარიამ,
შენს გარეშე წვიმა და შენს ქარეშე ქარია…
ახლა ისე მშია და ახლა ისე მწყურია…
შენს გარეშე, სამყარო მხოლოდ დასასრულია…
არაფერი მჭირდება, ამ წყვდიადში გავები,
მხოლოდ დედის სითბო და მხოლოდ დედის მკლავები…
ღვთისმშობელო მარიამ, როგორ არ მიხარია…
როგორ არ მოხარია, შენი კალთის შეხება,
როცა ჩემს სულს წამებულს,
შენი ზრუნვა ეხება…
ახლა უკვე ისედაც დაიწყება ყინვები,
მერე ჩუმად მოხვალ და სხივად მომეფინები…
იმედი და ნუგეში, სადღაც ვიცი არიან,
შემომიშვი უბეში, ღვთისმშობელო, მარიამ!..”