საუკეთესო წერილი თბილისზე

თბილისზე – საქართველოს დედაქალაქზე – საუკეთესო წერილს გვთავაზობს არაჩვეულებრივი თბილისელი ნიკო ლეკიშვილი:

“კარგი სალამი დაიკარგა, თბილისი კარგი ქალაქი იყო, რაღაც სხვანაირი იყო…

მე მახსოვს პატარა რომ ვიყავი მთელი გზა მივდიოდი რაღაც არაჩვეულებრივ ატმოსფეროში, მაშინ მოდაში იყო პირველ სართულებზე, მეორე სართულებზე გამოაღებდნენ ფანჯრებს და ყვავილებს რწყავდნენ და აი ჩავდიოდი, გამარჯობა გენაცვალე, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი ჩავდიოდი…

ეხლა ეს ფანჯრები არის დაკეტილი, ეტყობა ეს ურთიერთობებიც ამ დაკეტილ ფანჯრებში დაიკარგა ასეთი განცდა მაქვს.

მუხრანს აქვს ერთი ასეთი ლექსი:
დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა ხო იცი,
დრო არ გეგონოს პაწკასი და ვახტანგ ჭყოიძის.
მოკვდა ვერაზე შავგულიძის დგომა დოინჯით
და მიხვრა–მოხვრა ვალიკოსი მოკვდა დოლიძის.
და ჯოხით ხელში სიარული მელიტონიჩის.
დღეს, მეგობარო როგორია ეს დრო ხო იცი!

აი, ეს ვინც ჩამოთვალე, ყველა იყვნენ ზოგი ქუთაისიდან, ზოგი რაჭიდან, ზესტაფონიდან და ასე შემდეგ. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ თბილისი არის ის ფენომენი, რომელიც ფაქტიურად აი ამ ხალხის შექმნილია.“