24 სექტემბერი, 2023

სანდრო ელოშვილი ყველაზე მთავარზე

რეჟისორი სანდრო ელოშვილი თითოეული ქართველისთვის ყველაზე მთავარზე გვესაუბრება:

“ხელფასი რომ ორი კვირა არ გყოფნით, პენსია რომ კომუნალურებს ვერ წვდება, ევროპული მომავალი რომ ჩავრეცხეთ, რუსეთის საერთო საცხოვრებლად რომ ვიქეცით, КГБ-ს აგენტის გამო რომ ბანკში ყოველთვიურად შესატანი თანხა გაგეზარდათ, არჩევნებზე კარტოფილზე და ხახვზე რომ გიწევთ ხმის მიცემა, ოპოზიცია რომ დაგცინით და თქვენი ხმებით ევაჭრება პოზიციას, კონცერტებზე და სპორტულ ღონისძიებებზე საქართველოს დროშით და საქართველოს რუკიანი მაისურით რომ არ გიშვებენ ოკუპანტის არ გასაღიზიანებლად, UNICEF ის მონაცემებით 50 000 ბავშვი რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, მინისტრებს რომ შვილები საჯარო სკოლაში არ დაჰყავთ, საქართველოს ეროვნულ ბანკში რომ ბროლის ბუს მფლობელის განათლება დაიწუნეს და მევენახე დანიშნეს, კედლებზე რომ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილებს შლიან და გვირგვლიანის მოსამართლე გასამართლებს, შენ კი მაინც ნინო სუხიშვილის მოცეკვავეებისადმი შენიშვნების გამო ხარ აღშფოთებული და მოითხოვ დატოვოს საკუთარი ანსამბლის ხელმძღვანელის პოსტი… აშკარად მეტის მოთმენა შეგიძლია და მეტის ღირსიც ხარ!”