13 სექტემბერი, 2023

საგანგაშო ინფორმაცია გელათიდან

უნიკალური ქართული ტაძრის გელათის მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, მისმა გულშემატკივრებმა კარგად იციან.

სამწუხაროდ, ტაძარში არსებულ ფრესკებთან დაკავშირებით საგანგაშო ინფორმაციას გვაწვდის თორნიკე ბარათაშვილი:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია უწყვეტად აწარმოებდა პროცესზე დაკვირვებას და მეც ყოველდღიურ ინფორმაციას ვფლობდი, გარკვეული პაუზის შემდეგ გელათში გუშინდელმა მისვლამ სრულიად დამარწმუნა იმაში, რომ მისი გადარჩენის სურვილი ხელისუფლებაში უბრალოდ არ არსებობს.

24 თებერვალს “გადაულოცა” გელათი წულუკიანმა საპატრიარქოს.

რა შედეგი დგას მას შემდეგ?
️მხოლოდ გაუარესება!

ამის დასტური თუნდაც საკურთხევლის კონქში არსებული ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკაა, რომლის მდგომარეობის გაუარესების დადასტურება ნებისმიერი არაპროფესიონალისთვის, ვისაც თვეების წინ უნახავს, მარტივად არის შესაძლებელი.

მოზაიკაზე გამოხატული დაზიანება გვიყვება კატასტროფულ სურათზე მთელს ინტერიერში და მხატვრობის ქვედა ფენებში, რაც მომავალში კიდევ უფრო მძიმედ იჩენს თავს.

რა არ იკადრეს, რომ წლების მანძილზე ეს უბედურება მიეჩქმალათ, რას არ კადრულობენ, რომ პასუხისმგებლობას გაერიდონ.

თუკი ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ სხვაგვარად იქნებოდა, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესი, პოლიტიკური როქი და საპატრიარქოსა და წულუკიანს შორის უფლებამოსილებების “გადანაცვლება”, გელათს არათუ ვერ შველის, დამანგრევლების ვირეშმაკობის და ტრიუკების ფონზე, მას შეუქცევადად ვკარგავთ.”