23 სექტემბერი, 2023

პროექტი „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – 10 წლისაა

“ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ და საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ მეათე წელია ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ კულტურულ და შემეცნებით საჯარო პროექტს „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ახორციელებს.

მიმდინარე წელს 10 წლის პრიორიტეტიდან გამომდინარე 12 სექტემბერს დაწყებული პროექტი ხვალ, 24 სექტემბერს დასკვნითი ღონისძიებით სრულდება, რომელიც წელს „თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

24 სექტემბერს, 14 საათიდან – 18 საათამდე, თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ივ. ჯავახიშვილის ქ. 7) პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა.

14:00 – „ილიას შემოქმედება და მოღვაწეობა დღევანდელი რაკურსით“ – მწერალ ბექა ქურხულის საჯარო ლექცია ;
14:45 – ლიტერატურული კოსტიუმირებული კომპოზიცია მსახიობების შესრულებით;
15:15 – ტესტური თამაშ-კონკურსი „როგორ გვახსოვს ილია“;
15:35 – ილია თანამედროვე პოეზიაში, სტუმარი – პოეტი მარიამ წიკლაური;
15:50 – ინტერაქტიული პაუზა – თავისუფალი საუბრები.
16:15 – „ილია ევროპეისტი და მისი ისტორიული კონტექსტი“ – რეჟისორისა და დრამატურგის გიორგი სავანელის საჯარო ლექცია;
17:00 – ლიტერატურული კოსტიუმირებული კომპოზიცია მსახიობების შესრულებით (მეორე წარმოდგენა);
17:30 – ტექსტური თამაშ-კონკურსი „როგორ გვახსოვს ილია“ (განმეორებით, ახალი აუდიტორიისათვის);
17:50 – ილია თანამედროვე პოეზიაში, სტუმარი – პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი;
18:00 – შეჯამება, თავისუფალი საუბრები ილიაზე, ინტერაქცია აუდიტორიასთან.

პროექტის ყველა აქტივობაზე დასწრება თავისუფალია და მისი მთავარი გზავნილია გავატაროთ ერთი დღე, ერთად ილიას სამყაროში!

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

სოციალური ნაწილის პარტნიორები – წყალი „სნო“, კომპანია „ჩიკორი“, წვენი „ხილარი“ და ნაყინი „ლიდერი“.