3 სექტემბერი, 2023

პაატა ბურჭულაძე: “გთხოვთ დამეხმაროთ!”

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

“ძვირფასო მეგობრებო!
გთხოვთ დამეხმაროთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში!

წელს მეორედ მექნება კონკურსი ჩემს და ფონდ “იავნანას” მიერ შექმნილ საოპერო სტუდიაში.
ტელევიზიით რეკლამა დაიწყება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ვისაც შესაძლოა კარგი საოპერო ხმა ჰქონდეს, არ ჰქონდეს წვდომა ტელევიზიასთან.

ჩემი თხოვნაა, რომ თუ თქვენს ახლობლებში, მეზობლებში ან ნათესავებში გეგულებათ გამორჩეული საოპერო ხმით დაჯილდოებული ახალგაზრდები 17-დან 22 წლამდე, მიაწვდინოთ ხმა.

გამარჯვების შემთხვევაში მას მე ვამეცადინებ და ის მიიღებს სრულ დაფინანსებას.

გთხოვთ გულით მოეკიდოთ ჩემს თხოვნას. შეიძლება მომავალი მსოფლიო ვარსკვლავი თქვენს გვერდითაა და დაეხმარეთ მას.
ინფორმაციისთვის დარეკეთ 599949118.
წინასწარ გიხდით მადლობას.”