28 სექტემბერი, 2023

კალიგრაფისტების ულამაზესი მიძღვნა აფხაზეთს

ქართველმა კალიგრაფისტებმა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს – აფხაზეთს ულამაზესი ნამუშევრები მიუძღვნეს.

გოგა ჩანადირი:

“ნახეთ, რა ლამაზი და შინაარსიანი ხელნაწერებია აფხაზეთის ტოპონიმიკაზე.

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ აფხაზეთის უმძიმეს ომს გამოფენა მიუძღვნა და შეგვახსენა, რომ ქართული ტოპონიმები რაც უნდა შეცვალონ, ისტორიისა და სიმართლის ნაწილია და სულ ასე დარჩება.

კალიგრაფები აფხაზეთში არსებულ ყველა ტოპონიმს დაწერენ და ისევე, როგორც ძველი ხელნაწერები, ესენიც შეინახავენ ისტორიასა და სინამდვილეს.

პროექტის მონაწილეები:
1. დავით მაისურაძე
2. ნიაზ დიასამიძე
3. ბაჩანა ხალვაში
4. ანი გოქაძე
5. ანი სუბარი
6. გიორგი გორგიაშვილი
7. გიორგი სისაური
8. სელამი გუმუში
9. ხატია ფოფხაძე
10. ლეილა ბაღბაია
11. მარიამ ტეფნაძე
12. ნინი იკაშვილი
13. მათე ზარნაძე
14. თეონა მაისურაძე
15. ანა მჭედლიშვილი
16. ვაჟა ერემეიშვილი
17. ანა სანიკიძე
18. დავით სიმონია
19. მარიამ ცანავა
20. ლილე ჩხეტიანი”