უნიჭიერესმა ახალგაზრდა ალტისტმა გიორგი მარდალეიშვილმა უდიდეს წარმატებას მიაღწია.
მუსიკოსი ლილიან და მორის ბარბაშის იოჰან სებასტიან ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსის 4 ფინალისტს შორის დასახელდა.
კონკურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის შტატში, ლონგ აილენდზე Stony Brook University-ში გაიმართება.
გამოსვლა პირდაპირ ეთერში 20 ოქტომბერს The Violin Channel-ზე გადაიცემა.