18 სექტემბერი, 2023

გაიცანით უნიჭიერესი ზაზა ჩუბინიძე

zaza-chubinidze.jpg

უნიჭიერესი მხატვრის ზაზა ჩუბინიძის მხატვრობა საოცრად ინდივიდუალურია და თვითმყოფადი. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა, თუმცა იმდენი რამ მოასწრო, რაც ზრდასრულ ადამიანებსაც  კი უჭირთ.

ანტონ ბალანჩივაძე, მხატვარი:

“ამ ძალიან საინტერესო, სერიოზულ ახალგაზრდა კაცს სამხატვრო აკადემიაში რამდენჯერაც შევხვდი, იმდენჯერ ვიფიქრე, რომ მკვეთრად გამორჩეულ ინდივიდუალობასთან მქონდა საქმე… პირდაპირ, ღირსეულ, თავაზიან, მამაც და სევდიან ბიჭთან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტი გახდა და ვემზადებოდით, ერთად ბევრი მუშაობა მაინც ვერ მოვასწარით, რადგან მასთან მოსულ გოგონას, საკუთარ მეგობრებთან რომ უნდოდა მოხვედრა, ვერ აწყენინა და ადგილი გაუცვალა. გაცნობისას ვიფიქრე, რომ ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდ შესაძლოა მნიშვნელოვან ნაყოფს გამოიღებდა და მიუხედავად ამ თავზარდამცემი ამბავისა, რომლის დაჯერებაც ეხლაც კი ძნელია, მგონია ის შემოქმედებითად და თავისებურად უკვე მოქმედებს სულიერი სფეროდან, არა მხოლოდ ჩვენ, ნაცნობთა ყოველდღიურობაში, არამედ შესაძლოა მიწიერი ქმნადობის სხვადასხვა პროცესებში, თავისი გამორჩეული ინდივიდუალიზმისა და ღრმა შინაგანი ცხოვრების ძალების ხარჯზე. მოქმედებს იმ უსამართლობებისა და გულგრილობის, ზედაპირულობის გამოსასწორებლად ადამიანებში, ყოველდღიურობაში, რასთანაც შეხება თავადაც მოუწია და რის წინააღმდეგადაც აქ არ აღმოაჩნდა შესაძლო ეფექტური ხერხები…

ამ ტრაგედიაში, ოდნავ მაინც თავი რომ დავიწყნაროთ და მის ახლობლებს ნუგეშის ნაპერწკალის დანახვაში რაღაცით მივეხმაროთ, შეგვიძლია ერთი ასეთი აზრი , თვალსაზრისი გავიხსენოთ, რომ გამორჩეული ახალგაზრდა ადამიანის ნაადრევი წასვლით, სულიერი განახლების ძალები ნიადაგს ამზადებენ ქმედითად ჩაერიონ სამყაროში რაღაცის დადებითად შესაცვლელად და არა მხოლოდ თავად გამოიყენონ მისი ახალგაზრდული ჟინი და შემართება, არამედ მასაც მისცენ ამის ხარჯზე განსაკუთრებული ძალები, რომ სულიერ სამყაროში ყოფნისასაც და შემდეგ დედამიწაზე დაბადებისას, მან თან მოიტანოს ახალი, გაორმაგებული პოტენციალი, მისი ღირებული მისიის, დანიშნულების შესასრულებლად, რაც შესაძლოა სხვა შემთხვევაში ვერ შესძლებოდა. ზაზას თავისებურების, ახალგაზრდული შემართების, შემოქმედებითი ძალების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის უკვე ეხლაც კი ეხმარება სულიერი სფეროებიდან მის ქვეყანას, მეგობრებს, ახლობლებს, რათა განსხვავებულად დაანახოს ყოველივე ის, რასაც აქამდე ისინი, შესაძლოა სხვანაირად უყურებდნენ. დაე, სულიერი მზე უნათებდეს მას თავის გზას.”

zaza-chubi.jpg

zaza-c.jpg

zaza-ch.jpg

zaza-chu.jpg

zaza-chubinidz.jpg

zaza-chubinid.jpg

zaza-chubini.jpg

zaza-ch1.jpg

zaza-chubin.jpg

zaza-chub.jpg

za.jpg