1 სექტემბერი, 2023

დისკვალიფიკაცია თათია კობალაძეს ამერიკულ კონკურსზე  

მომღერალმა თათია კობალაძემ ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსზე დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის მიზეზი კონკურსის პირობების დარღვევა გახდა:

“კონკურსს აქვს თავისი წესები, რომლის მიხედვით, კონკურსანტი უნდა იყოს ამერიკის რეზიდენტი, რათა გამარჯვებულმა მიიღოს პრიზი. ვინაიდან “ნიჭიერისთვის” ვემზადებოდი, ძალიან ცოტაღა იყო დარჩენილი და ვიფიქრე, სანამ ფინალი მოვა, ყველა საბუთი ხელში მექნება-მეთქი, ვიღაცამ ფეხდაფეხ დამასწრო და კონკურსს მიწერა – თათია კობალაძე არ არის ამერიკის რეზიდენტი, არ აქვს უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა და 2 ნაბიჯი რომ გაკლია გამარჯვებამდე, დისკვალიფიკაცია გამიკეთეს.

არ ვიცი, ვის რა დავუშავე, ვის ეგონა, რომ მისი წარმატება წავართვი, რატომ უნდა გააკეთო მსგავსი რამ, ვერ ვხვდები.

აი, არ იზამდაო?! ქართველი არ გაააკეთებდა ცუდსო?! არ იზამდა კი არა ისეთებს წერთ ხალხნო თქვენ არ ვიცი სად პოულობთ ამდენ ბოროტებას! ასეთი ბოროტები ხართ?! არც კი მინდა დაჯერება არ ვიცი ბოღმა გაბედნიერება სხვისი დაცემით, ყველაფერი ერთად გაქვთ რა სირცხვილია!

კოშმარი ხდება კომენტარებში ხალხნო თქვენ არ ხართ ქართველები?! აგერ რაც არ იცით იმაზე ბოროტებებს წერთ და რაღა მიკვირს რომ როგორ მიწერა ქართველმა თქო!
ასეთი ბოღმიანი, შურიანიები და ესეთი ბოროტები რომ ვყოფილიყავით საუკუნეების წინ ალბათ ეხლა არ იქნებოდა საქართველო! უბრალოდ არ ვიქნებოდით!

სად დაკარგეთ კეთილი გულები და სითბო?!”