23 სექტემბერი, 2023

დავით აღმაშენებლის საოცარი ისტორია

საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის სახელთან არაერთი განსაკუთრებული ამბავი და ისტორიაა დაკავშირებული.

ეკა რუხაძე ერთ-ერთ მათგანს გვიზიარებს:

“დავით აღმაშენებელმა ქართულ ჯარში გინება აკრძალა, ვისაც ბილწი სიტყვა წამოცდებოდა მას ქალის კაბით შემოსილს ჯარის წინ გამოიყვანდნენ და სამარცხვინოდ სჯიდნენ.

დღეს კი ჩვენი ახალგაზრდები ნათქვამის გასამყარებლად საკუთარ დედას იგინებიან, ეს უდიდესი დანაშაულია, ლაჩრობაა, სამშობლოს მოღალატეობა.

ბილწსიტყვაობა უდიდესი ცოდვაა, ადამიანი იშხამება გამომავალით და არა შემავალით, შემავალი საკვებია, გამომავალი კი სიტყვა. ბილწსიტყვაობა სულის სიბიძურის გამოვლინებაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მარტო ლაპარაკის კულტურა, არამედ მოსმენის კულტურაც, მაშინ ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ.”