8 სექტემბერი, 2023

დაუჯერეთ მერაბ კოსტავას

მუსიკათმცოდნეს, პოეტსა და საქართველოს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საქართველოსთვის და ქართველებისთვის უძგერდა გული.

მისი პაწაწინა ჩანაწერი ქართველებზე, საუბედუროდ, მწარე სიმართლეა:

“საუბედუროდ, ჩვენ, ქართველები მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარნი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით.

ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ აღორძინებაზე, იქ ისევ თავს იჩენს ჩვენი გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვშორდებით…”