20 სექტემბერი, 2023

ანიტა რაჭველიშვილის საგანგებო განცხადება

მსოფლიოში აღიარებული მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საგანგებო განცხადებით ეხმაურება კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას – “კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი, ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს ფუნქციას”:

“ქალბატონო” თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არ გესაქმებათ არაფერი ჩვენს სფეროსთან! მრავალი წლის განმავლობაში პირველად მომწონს კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელი კონსერვატორიის ხელმძღვანელობა არ ასრულებს თქვენს დავალებებს და ამიტომ აწყობთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ჩვეულებრივ რეპრესიებს!

ვინც თქვენ არ გემორჩილებათ ყველას რეპრესიები მოუწყეთ და ყველას ემუქრებით და თავს ესხმით სიტყვიერად თუ ფიზიკურად! ძალიან ნაცნობი ხელწერაა საწუხაროდ!”