პეტრე კოლხის  ძვირფასი სიტყვები 

პოეტი პეტრე კოლხი ყოველთვის ცდილობს, ადამიანების გულისტკივილი და გასაჭირი გაიზიაროს და შეძლებისდაგვარად ანუგეშოს:

“წინ ისევ გოლგოთის გზა გვიდევს,
გლოვის და ცრემლების ქარია,
ჩვენ ვკვდებით, შენ მაინც დაგვინდე,
გვიშველე, წმინდაო მარიამ…

ყველასთან ტალახის გზა მიდის,
ტალახში ვეფლობით ძალიან,
ცოდვებით სავსეა ამინდიც,
გვიშველე, წმინდაო მარიამ!…

ნუგეშმა დაკარგა ძალა და,
მზეც თითქოს დღეს უჩინარია…
მთლად მეწყერს მაინც ნუ გაგვატან,
დედაო ღვთისაო, მარიამ!..”