14 აგვისტო, 2023

ოთო ბაზერაშვილის უძლიერესი შესრულება ჩეხეთში

უნიჭიერესი მომღერლის ოთო ბაზერაშვილის უძლიერესმა შესრულებამ ჩეხეთის ქალაქ პრაღაში მას საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოუტანა.

ოთო კონკურსზე “სულიკო” ქართული ჩოხით წარსდგა. მან კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას სიმღერა “ხმალი ავლესოთ, ქართველებო” შეასრულა, რომელიც პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსზე შეიქმნა.