15 აგვისტო, 2023

მოუსმინეთ ოთარ ჭილაძეს 

კლასიკოს მწერალს ოთარ ჭილაძეს არაჩვეულებრივი ჩანაწერი აქვს მოთმინებაზე:

“მოთმინების მარაგიც აღარ დარჩა ადამიანს, კიდევ გარკვეული დროის მანძილზე რომ ელოდოს “ბედნიერ მომავალს”, კიდევ გარკვეული დროის მანძილზე აიტანოს საკუთარი პიროვნების ხელყოფა და, რაც მთავარია, ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, ერთხელაც ვერ განიცადოს ის ხორციელი, სულიერი და ზნეობრივი სიმშვიდე, წონასწორობა, რასაც მხოლოდ ჭეშმარიტი თავისუფლება ბადებს.

მაგრამ ეს ისეთი ღვთაებრივი განცდაა, ალბათ მოთმენად ღირს!”